Wednesday, February 19, 2014

დღე 9

პროექტის პორტფოლიო



დღეს განვიხილეთ მზა პრეზენტაციები, მივიღეთ მითითებები, შენიშვნები. ჩვენმა პროექტმა საბოლოო სახე რომ მიიღოს, აუცილებლად  გავითვალისწინებთ ტრენერის მითითებებს.
გმადლობთ საინტერესო ტრენინგის ორგანიზებისათვის!

Sunday, February 16, 2014

დღე 8

გავეცანით ფასილიტაციას, მის გაწევას პროექტებით სწავლების პროცესში, საერთოდ სასწავლო პრაქტიკაში ტექნოლოგიების გამოყენებას. საბოლოოდ დავხვეწე პროექტი.

დღე 7

გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებას, ონლაინ თანამშრომლობით სწავლების ტექნოლოგიებს.  დავასრულეთ  შაბლონის შევსება.

Sunday, February 9, 2014

დღე 6

ამ დღეს ვიმუშავეთ მეხუთე მოდულზე. გავიგე, როგორ თვალსაჩინოდ განსაზღვრავს შეფასების რუბრიკა მოსწავლეთა პროექტების მიზნებთან შესაბამისობას. საპროექტო დავალებებში შეფასება აუცილებლად ინტეგრირებული უნდა იყოს. შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები, განვიხილეთ/ შევაფასეთ ისინი. გარდა ამისა, დავხვეწეთ ბლოგის დიზაინი.

Saturday, February 8, 2014

დღე 5.
გავეცანით შეფასების რუბრიკებს. ასევე კომენტარები გავუკეთეთ ტრენინგის მონაწილეთა პროექტის გეგმებს. გავეცანით ონლაინ კოლაბორაციის შესაძლებლობებს და მათ გამოყენებას.

Sunday, February 2, 2014

დღე 4

მოდული დამეხმარა მიმართულების მიმცემი კითხვების მნიშვნელობის გაცნობიერებაში.  ვიმუშავეთ პროექტის შეფასების  სპეციფიკასა  და ეფექტურობაზე. შევქმენით პროექტის სლაიდები, ვისწავლეთ ფაილების ან საქაღალდის ჩაშენება google Drive-ში და მასში მუშაობა, პრეზენტაციის ჩაშენება დრაივიდან ბლოგში. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით

Saturday, February 1, 2014

დღე 3

ტრენინგზე განვიხილეთ პროექტის მეორე მოდულის საკითხები, შევავსეთ შაბლონი. ასევე ვიმუშავეთ სლაიდების შექმნაზე. პრაქტიკული ნაწილი ძალიან საინტერესო იყო მთელი ჯგუფისათვის